მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
DUROCOAT
გამჭვირვალე, გამხსნელზე ბაზირებული აკრილის გრუნტი ძლიერი ადჰეზიის უნარით იდეალურია
ბეტონისა და აგურის წყობის ზედაპირის დასაგრუნტად და ჰიდროიზოლაციისათვის, რომელიც შემდგომ
ემულსიის, სილიკონის, აკრილის ან რეზინისებრი ელასტიური წყალგაუმტარი საღებავით უნდა დაიფაროს.
DUROCOAT განსაკუთრებით მკვრივი გრუნტია, რომელიც აღწევს სიღრმეში, იზოლაციას უკეთებს
ზედაპირს და დაფარულ ფენას უფრო წყალმედეგს ხდის. იგი ეფექტურად გამოიყენება ისეთ პრობლემატურ
ზედაპირებზე, როგორიცაა: გაჭვარტლული, ლაქიანი, არაერთგვაროვანი, დაბალი ხარისხის საღებავით
შეღებილი, კირით შეთეთრებული და სხვ. DUROCOAT გრუნტი მარტივად, თანაბრად და ერთგვაროვნად
ნაწილდება ზედაპირზე, უზრუნველყოფს მკვრივ, ერთგვაროვან ფენას, ქმნის იდეალურად თანაბარ
და საღებავისთვის საუკეთესო გრუნტის ფენას და გამოირჩევა საუკეთესო ადჰეზიით ყველა საბოლოო
საფარისათვის. იდეალურია ექსტერიერში გამოსაყენებლად.
გამოიყენება: ექსტერიერის კედლებზე და ყოველ ახალ თუ ძველ ზედაპირზე: ბეტონი, თაბაშირი, მუყაო,
თაბაშირ-მუყაო და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: კედლისათვის: დაახლოებით 1ლ./13–15მ² ერთ ფენაზე, დამოკიდებულია სისქესა
და ზედაპირის შეწოვის უნარზე. სახურავისათვის: დაახლოებით 1ლ./8-10მ² ერთ ფენაზე, დამოკიდებულია
სისქესა და ზედაპირის შეწოვის უნარზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 2 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: გამჭვირვალე.
დაფასოება: 1 ლ. / 5 ლ. / 15 ლ.
მსგავსი პროდუქტები